saqarTvelos mdinareebi - luxuni

ტერიტორიული ერთეულები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სათავე ლეჩხუმის ქედი
სიგრძე 39 კმ
აუზის ფართობი 239 კმ²

 

მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2650 მ. სიგრძე 39 კმ. აუზის ფართობი 239 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 12,1 მ3/წმ. სოფ. ურავთან მდინარეზე აგებულია ჰესი. ქვემო დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურავებლად.